ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილია აირჩიეს

20 ნოემბერი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა მიქავამ გახსნა. სხდომას 30 წევრიდან 29 დეპუტატი დაესწრო. ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილია იქნა არჩეული. მის კანდიდატურას 25-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2 ბიულეტენი კი გაბათილდა. არ დაფიქსირებულა არც ერთი წინააღმდეგი.  კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და სხდომა დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ორმა წევრმა.

გააზიარე