ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

26 ნოემბერი, 2018

      წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა   აქტიურად  მიმდინარეობს.

    პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 233 414.41ლარს.
    სამშენებლო   სამუშაოებს   ტენდერში გამარჯვებული კომპანია აგრომშენსერვისი  ასრულებს .

     მიმდინარე  სამუშაოები  დაათვალიერა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ  და  ადგილზე  გაესაუბრა  სამშენებლო კომპანიის  წარმომადგენლებს.
     ახალი საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა  გათვლილი, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი.
   სკოლა საბოლოო სახეს მიიღებს 2019 წლის ოქტომბერში.
 


გააზიარე