ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

22 ივლისი, 2020

    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

    მუნიციპალიტეტში   განათლების   ინფრასტრუქტურის  მოწყობა   წელს     29 სკოლაში    ხორციელდება

  მიქავასა  და  ნაკიფუს  საჯარო  სკოლებში  არსებულ მდგომარეობას  ადგილზე  გაეცნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე   ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერი ბესიკ ფარცვანია   და  მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის  განვითარების   სამსახურის, საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების  განყოფილების  უფროსი ჯემალ კვარაცხელია .

    ამ ეტაპზე საჯარო  სკოლებში   მოწესრიგდება  სველი   წერტილები, საკლასო ოთახები.
   სკოლების  ინფრასტრუქტურის  გავითარების  კომპონენტი  მიზნად   ისახავს   გაუმჯობესებული სასწავლო   პირობებისა   და    გარემოს   უზრუნველყოფას.

გააზიარე