ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

24 თებერვალი, 2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

შეხვედრები გამართა ობუჯისა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. საერთო კრებებზე მოსახლეობასთან კონსულტაციებისას შეირჩა შემდეგი სახის პროექტები:

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოითხოვა შემდეგი სახის პროექტების განხორციელება: არსებული წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია,ცხაურის მოწყობა ლეფიფიეს უბანში, საცალფეხო ხიდის მოწყობა ლეფიფიეს უბანში,ხიდ-ბოგირის მშენებლობა ლეფიფიეს უბანში,გარე განათება ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე;

ლარა-მედანში ღია კენჭის ყრით შეირჩა: წყლის მაგისტრალის მონაკვეთის რეაბილიტაცია, მოსაცდელების კეთილმოწყობა, ხიდ-ბოგირების და გარე განათების მოწყობა.

ობუჯის-სამესხიოს უბანში მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია: ახლი მოსაცდელის მოწყობა, ცხაურების მოწესრიგება საკონჯარიოს უბანში, გზის მოხრეშვა-რეაბილიტაცია,გარე განათების კეთილ მოწყობა საკაციოს უბანში.

ობუჯში საერთო კრებაზე მოსახლეობამ დაასახელა: წყლის მილების, ავზის, გადამყვანების შეძენა, სკოლისათვის წყლის მილების,გადამყვანების შეძენა, გზის რეაბილიტაცია და მოხრეშვა, მოსაცდელის რეაბილიტაცია, სასონგულიოს უბანში სავარგულებთან მისასვლელი, გზისა და ღობის მოწყობა, ცხაურის მოწყობა ჭაჭახის უბანში,შესასვლელი ( ცენტრალური) კარის შეცვლა საბავშვო ბაღში.

ჯაღირას უბნის მცხოვრებლებმა კი, მთავარ პრიორიტეტად მიიჩნიეს: წყლის ავზის მოწყობა ნახუბუს უბანში, წყლის ავზის მოწყობა სახარჩილოს უბანში,წყლის ავზის რეაბილიტაცია მოხილის უბანში, ცხაურის მოწყობა სამებონიოს უბანში, მოხრეშვა ჯაღირის უბანში და პლასტმასის წყლის მილების შეძენა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე ცოტნე შონია, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან დადიანი, ფრაქცია " ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მაია მიქავა და სხვები.

გააზიარე