ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

5 მარტი, 2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

ამჯერად, აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები დასახლების საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე ქალაქ ჯვარის, ნაკას, ოჭანეს და ჩქვალერის მოსახლეობამ გამოავლინა.

ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე ცოტნე შონია დაესწრნენ.

მიმდინარე წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 120-მდე პროექტი განხორციელდება.

ჯამში 39 კრება და 10 კონსულტაცია გაიმართა.

განსახორციელებელი პროექტები მოქალაქეებმა თავად აირჩიეს. მათთვის პრიორიტეტული საკითხების შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყობა ხიდ-ბოგირები, მილ-ხიდები, მინი სტადიონები, გარე განათებები, სკვერები, მოსაცდელები, ასევე განხორციელდება შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გააზიარე