ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

26 თებერვალი, 2019

26 თებერვალს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქვედა მაზანდარის ორ უბანში დასახლების კრებები გაიმართა.
შეხვედრებზე მოსახლეობასთან ერთად განიხილეს არსებული პრობლემები და დასახელდა შემდეგი პრიორიტეტები: 
1. ბ. შანავას ქუჩაზე სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სანიაღვრე არხების მოწყობით
2. წისქვილის მშენებლობა 
3. საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია
მოსახლეობასთან გამართულ კრებებს ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია; საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ფიფია და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში .
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან -644 ათასი ლარი გამოიყო.

გააზიარე