ცხელი ხაზი : 599647050

წარმატებები ცხოვრების ახალ ასპარეზზე

26 May, 2017

 წალენჯიხის მუნიციპალიტერტის თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერითა და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, 25 მაისს საღამოს 19.00 საათზე,გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე , გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც  მიეძღვნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2017 წლის კურსდამთავრებულებს.

      კურსდამთავრებულებს  მისასალმებელი  სიტყვით  მიმართეს  წალენჯიხის  საგანმანათლებლო  რესურსცენტრის  უფროსმა  ლირა  ღურწკაიამ და  წალენჯიხის  მუნ იციპალიტეტის  საკრებულოს  წევრმა  ასმათ  კვარაცხელიამ. 
    საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდა 37 ოქროსმედალოსანი , გაიმართა დისკოთეკა და საღამო  ფოიერვერკით    დასრულდა.

გააზიარე