ცხელი ხაზი : 599647050

ჭადრაკის ტურში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

1 May, 2018

როგორც მოგეხსენებათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დასრულდა პირველობა ჭადრაკში 8 წლამდე, 12 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით, შვიდ ტურად, რომელიც სამი დღე გაგრძელდა.
ტურში მონაწილეობა მიიღო 12 საჯარო სკოლის 104-მა მოსწავლემ.
8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე არახამიამ,.
ჭაბუკთა შორის მე-3 ადგილი დაიკავა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია გვილავამ, მე-2 ადგილი კი დაიკავა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე რატი იზორიამ, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი გახდა ასევე პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კვარაცხელია.
12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა შანავა ლიამ -მე-7 საჯარო სკოლა.
ბიჭუნათა შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი გულუა-პირველი საჯარო სკოლა.
მეორე ადგილი დაიკავა გულუა ნიკოლოზიმ-პირველი საჯარო სკოლა, მესამე ადგილზე კი გავიდა ანდრია კალანდია-სკოლ-ლიცეუმ „ ქიაჩი.“
18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა მიქავა ანანომ-სკოლა-ლიცეუმ „ქიაჩი“ 
ბიჭუნათა შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ყალიჩავა შოთა-მიქავას პირველი საჯარო სკოლა.
მეორე ადგილზე გავიდა აპოლონ კვარაცხელია-მიქავას პირველი საჯარო სკოლა.
მესამე ადგილზე კი გავიდა გიორგი ღვინჯილია-წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლა.
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა წალენჯიხის ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებითა და მედლებით.

გააზიარე