ცხელი ხაზი : 599647050

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება

18 ივლისი, 2017

ჩაის  პლანტაციების  რეაბილიტაციის  სახელმწიფო  პროგრამის  განხორციელების  უმთავრეს მიზანს, საქართველოში  არსებული  ჩაის  წარმოების ხელშეწყობა  წარმოადგენს.

ეკონომიკის  სამინისტროს  მიერ 25   წლიანი  საიჯარო  ხელშეკრულებით,  ჯვარი-91-ს სარეაბილიტაციოდ გადაეცა  ზედა  საჩინოს  ტერიტორიაზე  არსებული  100  ჰა  ჩაის  პლანტაცია.

      პლანტაციის  სარეაბილიტაცია  ხდება  სოფლის  მეურნეობის  პროექტების  მართვის  სააგენტოს  მიერ 70%,   30 % კი ფინანსდება  შპს  ჯვარი-91-ის მიერ.

    ამ ეტაპზე  მიმდინარებს  ჩაის  მინერალებით  გაჯერების  პროცესი. მიმდინარე სამუშაოები  დაათვალიერეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  ბესიკ  ფარცვანიამ  და  გამგებლის  მოადგილე  სევერიანე  შეროზიამ.  აქვე  იმყოფებოდა  შპს  ჯვარი-91  დირექტორი ლევან  ფიფია.

გააზიარე