ცხელი ხაზი : 599647050

„ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია“ინვესტიციებს ზრდის

8 May, 2017

23 აპრილს წალენჯიხის კომპანია „ლაზმა“   მაღალხარისხოვანი ჩაის შერჩევითი კრეფა დაიწყო . პირველ დღეს მოიკრიფა 200 კგ. უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთოლი. 1 კგ. ჩაის ფოთლის ღირებულება შეადგენს 6-12 ლარს. აღნიშნული ნედლეული გადამუშავდა ჩინეთიდან მიღებულ ახალ დანადგარზე. ჩაის კრეფაში მონაწილეობდა 80 მეჩაიე.   დღეის  მდგომარეობით  კი  200  მეჩაიეა  დასაქმებული.    

    კომპანია  ლაზში  ჩაის    გადამუშავებაში მონაწილეობას ღებულობდა ჩინური კომპანია „პეკინის“ პრეზიდენტი ჩენი. მიღებულიქნა უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ბაიხის ჩაი. მწვანე ჩაის ტექნოლოგიის ანალოგი  ანალოგი საქართველოში არ არის. წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე იყიდება. ჩაის კომანია „ლაზში“ ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათას დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია“ სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს. 

   ჩინელ  ინვესტორებთან  შეხვედრაზე  იმყოფებოდნენ  სამეგრელო-ზემოსვანეთის მხარის  გუბერნატორი ლევან შონია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს  მაჟორიტარი  დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის  წევრი  გოგა  გულორდავა, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელი ბესიკ  ფარცვანია  და  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე  თემურ  ღვინჯილია.

    ინვესტორერბმა  შეხვედრაზე  აღნიშნეს, რომ  სამომავლო  გეგმებში  ითვალისწინებენ  ჩაის  სახლის  მშენებლობას. 

     შეხვედრაზე  სამეგრელო-ზემო სვანეთის  მხარის  გუბერნატორმა  ლევან  შონიამ  აღნიშნა, რომ  ხელისუფლება  მზადაა  ხელი  შეუწყოს  ინვესტიციების  მოზიდვას  და  ყველაფერი  გაკეთდეს  ქართული  ჩაის  საზღვარგარეთ   რეალიზაციისათვის.    ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის, ბიოჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.  

გააზიარე