ცხელი ხაზი : 599647050

წყალგაყვანილობის სისტემების სრული რეაბილიტაცია

11 ივლისი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის, საჩინოს, ლიას და ქ. წალენჯიხაში სამიქაოს უბანში წყალსადენების ქსელების მოწყობის სამუშაოები დაიწყო . ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში. პროექტს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია- შპს გეოპლასტი . სამუშაოებისათვის გამოყოფილია თანხა 153 900 ლარის ოდენობით პროექტი სრულდება რეგიონალური პროექტების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხებით. სამუშაოებზე დასაქმებულია 20-მდე ადგილობრივი მუშახელი. 2013 წლიდან დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის შედეგად უზრუნველყოფილიქნა -1750 ოჯახი. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ, აქვე იმყოფებოდა ლიას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ვახტანგ კვირკველია.

გააზიარე