ცხელი ხაზი : 599647050

დაიცავი სიცოცხლე ჩაიტარე სკრინინგი

22 May, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერითა და   სამედიცინო კორპორაცია  ევექსის ორგანიზებით , კლინიკა ევექსის წალენჯიხის  რაიონულ  საავადმყოფოში  გაიმართა, ძუძუს კიბოსა და  საშვილოსნოს ყელის  სკრინინგი. 
    პროექტის მიზანია,ძუძუსა   და  საშვილოსნოს  დაავადებათა  ადრეული  გამოკვლევა  და  გამოვლენა.

     დღეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ ფარცვანია  და კლინიკა ევექსის  სამეგრელოს რეგიონული  კოორდინატორი  დავით  ფიფია, მაია  მაღლაკელიძესთან ერთად  შეხვდნენ  გამოკვლევაზე  მისულ  პაციენტებს, სადაც  დავით  ფიფიამ  განაცხადა, რომ ეს  აქცია  განმეორდება  ყოველ  სამ  თვეში  ერთხელ და  მადლობა  გადაუხადა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერს მხარდაჭერისთვის. 

გააზიარე