ცხელი ხაზი : 599647050

დაკიდული საავტომობილო ხიდის მშენელობა საჩინოში

11 იანვარი, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულიში, მდინარე   ინწირაზე დაკიდული საავტომობილო ხიდის მშენელობა  მიმდინარეობს. ამ  ტერიტორიაზე  საავტომობილო  ხიდი  წლების  მანძილზე  არ  არსებობდა  და  მოსახლეობას  გადაადგილება  შემოვლითი  გზებით  უხდებოდა.  სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს   33549 ლარს, სამუშაოებს  ასრულებს  ტენდერში  გამარჯვებული   ინდმეწარმე  გულივერ  მიქავა.  სამუშაოებზე  დასაქმებულია  10-მდე  ადგილობრივი  მუშახელი.

  მიმდინარე  სამუშაოები  დაათვალიერეს  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ და მერიის არქიტექტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ.      

გააზიარე