ცხელი ხაზი : 599647050

დასახლების კრებები აქტიურად მიმდინარეობს

27 თებერვალი, 2019

წალენჯიხის   მუნიციპალიტეტში   სოფლის   მხარდაჭერის   პროგრამის   ფარგლებში  დასახლების  კრებები   აქტიურად   მიმდინარეობს.   დასაფინანსებელი  პროექტების  შერჩევის მიზნით,    დასახლების  კრებები  გაიმართა      ფახულანის, ჭველეს, წყოუშის, ქალაღალის, მუჟავას, ოლორის, ნაშამგუს, ჭალეს, ფოცხო-ეწერისა  და   ეწერფერდის   ტერიტორიაზე  მცხოვრებ  მოსახლეობასთან  .

 

        შეხვედრისას  მოსახლეობის   უმეტესობამ  ხმათა  უმრავლესობით    აირჩია:

- ფახულანში -ცენტრში არსებული შენობა-ნაგებობის კეთილმოწყობა და  ეზოს   შემოკავება, წყალსადენი  არხის გაჭრა,  საბავშვო ბაღისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა, თერმული ნისლმფრქვევი  აპარატის შეძენა   და  სასმელი  წყლით უზრუნველყოფა.

   წყოუშის მოსახლეობამ   პრიორიტეტად   დაასახელა   საბავშვო   ბაღის რეაბილიტაცია და სასმელი  წყლით უზრუნველყოფა,    წისქვილის რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა,  სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა-მოშანდაგება და  სკოლის წინ მდებარე   სავალ    გზაზე  დამცავი ბარიერის  მოწყობა.

    ქალაღალის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად შიდა გზებისა და წისქვილის რეაბილიტაცია დაასახელა, ასევე დასახელდა თერმული ნისლმფრქვევი  აპარატის  შეძენა.

   მუჟავას  ტერიტორიაზე  მთავარ პრიორიტრეტად  დასახელდა-მოსაცდელის  მშენებლობა და  წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია.

  ოლორში-საბავშვო  ბაღის  მიმდებარე  ტერიტორიის  კეთილმოწყობა  და  ბაღთან მისასვლელი  გზის  მოხრეშვა-მოშანდაგება.

  ნაშამგუს  მოსახლეობამ კი  მთავარ პრიორიტეტად  წყლის მილების შეძენა, წისქვილის ძრავის ძეძენა და  ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია დაასახელა.

   ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში  დასახელდა  სასაფლაოს  შემოღობვა, სასმელი  წყლის  მილების შეძენა, სანიაღვრე  არხების გაწმენდა, სასმელი  წყლის მილების შეძენა, გზის მოხრეშვა-მოშანდაგება და საბავშვო ბაღის  ეზოს  ნაწილობრივი  შემოღობვა.

   

 ეწერფერდში  დასახელდა  გარე განათებების, სანიაღვრე  არხების   მოწყობა, სასმელი  წყლის  მილებისა და  ავზის შესყიდვა,  საბავშვო   ბაღში  ინვენტარის შეძენა.

ფოცხო-ეწერის მოსახლეობამ კი პრიორიტეტად დაასახელა  სასმელი  წყლის  ავზისა  და  მაგისტრალის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების გაწმენდა, საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა და  გზის  მოხრეშვა-მოშანდაგება.

   მოსახლეობასთან გამართულ  შეხვედრას   ესწრებოდნენ  სახელმწიფო  რწმუნებულის  მოადგილე  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში  მალხაზ თორია ,  სამეგრელო-ზემო სვანეთის  რწმუნებულის  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი    ნუგზარ გაბელია,  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის      მერის   პირველი   მოადგილე  გიორგი  ლუკავა            და   მერის  წარმომადგენლები  ადმინისტრაციულ ერთეულებში .   

       
         საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება  გაორმაგდა და   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტისთვის  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან    -644 ათასი   ლარი  გამოიყო.

გააზიარე