ცხელი ხაზი : 599647050

დასუფთავების მასშტაბური აქცია

29 April, 2017

    29   აპრილს დედამიწის კვირეულის ფარგლებში,   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.  რომელშიც  აქტიურად  ჩაერთნენ   მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელი  პირები, საჯარო  მოხელეები,ა(აიპ)  ცენტრის  წარმომადგენლები,სკოლამდელი  აღზრდის  დაწესებულებები    და  საჯარო  სკოლები.

    პოლიეთილენის  პარკებისა და  სხვა  საყოფაცხოვრებო  ნარჩებნებისაგან გასუფთავდა  ქალაქის    შემოსასვლელები,ეკლესიის  მიმდებარე  ტერიტორია,გრანელის  სახელობის  სკვერი, ცენტრალური  საფეხბურთო  მოედნის  მიმდებარე     და  სხვა  ადგილები.

       ასევე  ამ   აქციაში  მონაწილეობდა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ყველა  ადმინისტრაციული  ერთეული.

 დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში  პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება.

გააზიარე