ცხელი ხაზი : 599647050

დაზვერვითი საველე არქეოლოგიური ექსპედიცია

10 April, 2017

2017 წლის 31 მარტს, საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა დაზვერვითი საველე არქეოლოგიური ექსპედიცია,რომელსაც ხელმძღვანელობდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი .ექსპედიციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია.
ექპსედიცის მიზანს წარმოადგენდა ბოლო პერიოდში პრესის მიერ გარცელებული ინფორმაცია სოფ. მუჟავაში სამარხი აკლდამების აღმოჩენის შესახებ. მოხდა საკვლევი ობიექტის ლოკალიზება.
ობიექტი მდებრეობს ჩვინარეს ხეობის სამხრეთ კალთაზე, სოფ. მუჟავას ცენტრიდან, სავალი გზით4,5 კმ.-ის დაშორებით, მდ. ოლორის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა სანაპიროდან 640 მ.-ს დაშორებით, ზღვის დონიდან 525 მ. სიმაღლეზე, (კოორდინატები 42°44′43.78″ N; 41°59′07.02″E),.
ვიზუალური დათვალიერების შედეგების წინასწარი მონაცემით გაირკვა, რომ საკვლევი ობიექტი წარმოადგენს ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობის ნაშთს, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული და მხოლოდ მისი საძირკვლის ფრაგმენტებია შემორჩენილი, თუმცა შემორჩენილი ნაწილების მიხედვით შესაძლებელი გახდა ძეგლის გავრცელების პერიმეტრისა და ზოგადი ხასიათის გამიჯვნა. 
საკვლევი ობიექტი დაფარულია ეკალ-ბარდებითა და უკვე გამხმარი კოლხური ბზის კორომებით, თუმცა საკვლევი პერიოდის მცენარეული საფარის სიმწირე იძლევა ვიზუალური დათვალიერბისა და გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას. 
ძეგლი გამართულია ბუნებრივად შემაღლებულ ბორცვზე (სიმაღლე 2-3 მ.), რომლის გავრცელების არეალი 0,4 ჰა. ბორცვის ჩრდილოთ ნაწილში მდებარეობს სწორედ პრესის ცნობით აღმოჩენილი ობიექტი. 
გაირკვა, რომ ის წარმოადგენს მინიატურული ზომის საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ნაგებობას და მასთან დაკავშირებულ სხვა კომპონენტებს. კერძოდ, კომპლექსის ცენტრალურ ნაშთს წარმოადგენს ადგილობრივი მოპოვების კირქვის კვადრებისაგან (ოთკუთხად თლილი, უპირატესად მართკუთხედის არასტანდრტული ფორმის ქვებისგან)კირის დუღაბით აგებული აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული მცირე ზომის - შენობა, რომლის ზომებია (8,8 X 6 მ.მ). შენობის უკიდურეს სამხრეთ - აღმოსავლეთ კედელთან გამართულია ასევე კირქვის კვადრებისაგან აგებული სამარხეული აკლდამა, რომელიც ძალიან დაზიანებულია, სახურავი გადახდილია და როგორც ჩანს ის სხვადსხვა თვითნებური კვლევის ობიექტიარაერთხელგამხდარა. აკლდამის ზომებია 2,7 X 1,4 მ.მ. 
საკუთრივ ცენტრალური შენობა სიმეტრიულად გარშემოშემორტყმულია თეთრი კირით, ასევე მართკუთხედის ფორმის, არასტანდარტული ქვებით ნაგები მცირე გალავნისაგან. გალავანის სისქე ყველაზე შემორჩენილ მხარეს (სამხრეთ-დასავლეთი) 1 მეტრი სისქისაა. გალავნის თითქმის მხოლოდ საძირკვლის ფრაგმენტებია შემორჩენილი, თუმცა გავრცელების პერიმეტრის განსაზღვრა მაინც შესაძლებებლია. სავარუდოდ გალავნის შესასვლელი, მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. გალავნის გავრცელების, როგორც შიგნით, ასევე გარეთა სივრცეში მრავლადაა მისი დაშლილი ფრაგმენტები მიმოქცეული. გალავნის ზომებია 15 X 15 მ.მ.-ია.
საფიქრებელია, რომ აღნიშნული კომპლექსი გარშემორტყმული ყოფილიყო უფრო დიდი გალავნით და შესაძლებელია ის სწორედ 0,4 ჰა-ს მოიცავდა, ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს გარშემო მიმოფანტული თლილი კირქვის მასობრივი ფრააგმენტები და ერთ ადგილას (ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) პომპეზურად აგებული ამ ეტაპზე გაურკვეველი ნაგებობის ნაშთები, მაგრამ ამ ვარაუდის განმტკიცება მხოლოდ მაშტაბური გაწმენდითი სამუშაოებითაა შესაძლებელი.
ამდენად, ჩვინარეს ხეობაში დადასტურებული ობიექტი წარმოადგენს ისტორიულ-არქიტექტურული ხასიათის კომპლექსურ ძეგლს, რომელიც წინასწარი ვარაუდით საკმაოდ არქაულია, თუმცა ქრონოლოგიური კუთვნილების, ძეგლის ხასიათისა და დნიშნულების რაობის გარკვება მხოლოდ შემდგომი არქეოლოგიური კვლევა-ძიებითაა შესაძლებელი.

გააზიარე