ცხელი ხაზი : 599647050

დღეს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება განსხვავებული ფორმატით გაიმართა

3 April, 2019

      მოქალაქეთა მიღებას  ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე  ცოტნე შონია   და   მერის   მოადგილე   სევერიანე   შეროზია.

      მოქალაქეებმა  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს   თავიანთი პრობლემები  გააცნეს,  რაც ძირითადად, სოციალურ, ჯანდაცვისა და  ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა.

       წალენჯიხის მერმა  მოადგილეებთან   ერთად  თითოეული   მოქალაქის   საჭიროებების შესახებ ინფორმაცია  მოისმინა და    საკითხის   გადაჭრა   შესაბამის   სამსახურებს   კომპეტენციისა და კანონიერების   ფარგლებში   დაავალა.

      მუნიციპალიტეტის   მერთან    მოქალაქეთა მიღების დღე-  ოთხშაბათია, თუმცა    მერი და  მერის მოადგილეები   მოქალაქეებს    ყოველდღიურად   ხვდებიან.

გააზიარე