ცხელი ხაზი : 599647050

დღის ცენტრმა ახალ გარემოში დაიდო ბინა

2 ივლისი, 2018
წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის  დღის ცენტრი  რამდენიმე წელია არსებობს.  დღეს კი ცენტრმა    ახალ    გარემოში  დაიდო ბინა.

დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე  ასაკის 12  ბავშვს  გაუწევს  სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა არაფორმალური განათლება, თერაპიული  აქტივობები და სოციალური უნარების განვითარება. კვება და ცენტრამდე  ტრანსპორტირება  ასევე შეადგენს მომსახურების ნაწილს.

    დღის  ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი, მერის მოადგილე სევერიანე შეროზია და სხვა პირები.


გააზიარე