ცხელი ხაზი : 599647050

ემსახურე საქართველოს

16 May, 2018

     საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების  სენაკის ბატალიონის წარმომადგენლები  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო  სკოლების 11-12  კლასის  მოსწავლეებს შეხვდა.

   საინფორმაციო  ხასიათის  შეხვედრა  მიზნად  ისახავდა , მოსწავლე-ახალგაზრდობის  ინფორმირებულობას  სამხედრო-სახელმწიფო საკონტრაქტო სამსახურის განსაკუთრებულ როლთან დაკავშირებით.  ყურადღება  დაეთმო  ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  პოპულარიზაციას და   შეიარაღებული ძალების  როლს  ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში.

   შეხვედრაზე   ასევე  იმყოფებოდნენ წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელი  პირები და  საჯარო  სკოლების  პედაგოგ-მასწავლებლები.

     დასასრულს   დარიგდა  საინფორმაციო ხასიათის  გაზეთები  და  ბროშურები.

  

       

გააზიარე