ცხელი ხაზი : 599647050

,, ენგური-88" - ს გამარჯვება

18 დეკემბერი, 2017

16 დეკემბერს ქ.ზუგდიდში რუხის სტადიონზე გაიმართა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის 2017 წლის მოზარდთა შეჯიბრებების გათამაშების მეორე ეტაპის ბოლო მატჩი წალენჯიხის ,,ფეხბურთის ცენტრის" U-14 ასაკის ჯვარის ჭაბუკთა საფეხბურთო გუნდის - ,,ენგური-88"-სა და ზუგდიდის ,,ფეხბურთის ცენტრის" დაქვემდებარებაში მყოფი - ,,ზუგდიდის" გუნდს შორის. ამ თამაშს დიდი დატვირთვა ჰქონდა. მარათონული ტურნირის ბოლო მატჩამდე ფოთის გუნდთან გვქონდა 1 ქულიანი ჰანდიკაპი და მოგების შემთხვევაში ვინაღდებდით პირველ ადგილს.
მატჩი მეტად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და ამ თამაშის კულმინაცია გახდა ილია ხულორდავას მიერ გატანილი გოლი,რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის. მატჩი დასრულდა ,, ენგური-88" - ის გამარჯვებით - 1:0.
ფეხბურთის ცენტრი ულოცავს U-14 ასაკის ჭაბუკთა საფეხბურთო გუნდს - ,,ენგური-88" და გუნდის მწვრთნელს ბერდია ხუფენიას ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს სპორტულ ასპარეზობაში.

გააზიარე