ცხელი ხაზი : 599647050

ერთი დღე საბავშვო ბაღებში

25 ოქტომბერი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სევერიანე შეროზია და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის უფროსი ნატო კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იმყოფებოდნენ. დაათვალიერეს ბაღებში არსებული პირობები და საკვები მენიუ. იმავე დღეს დაათვალიერეს ქალაქ წალენჯიხაში მიმდინარე #1 პირველი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო და მაზანდარას ტერიტორიაზე მშენებარე საბავშვო ბაღი. მაზანდარას საბავშვო ბაღს აშენებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ქალაქმშენსერვისი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 284800 ლარს. #1 საბავშვო ბაღის ასრულებს სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ( AWERD). შემსყიდველი გახლავთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება შეადგენს 330 000 (ტენდერი შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge ტენდერის ნომერი–DEP170000001

გააზიარე