ცხელი ხაზი : 599647050

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წლის ფინალი

27 ივნისი, 2018

   მიმდინარე  წლის  26  ივნისს, ქალაქ თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში  საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წლის ფინალი გაიმართა, სადაც მონაწილეობას 78  მოსწავლე  ღებულობდა, მათ შორის  იყო  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის,   ჩქვალერის  ადმინისტრაციული ერთეულის  ეგნატე ფიფიას სახელობის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ქარდავა.  რომელიც ფინალურ  ათეულში გავიდა და  მე-7  ადგილის  მფლობელი  გახდა.

   „ ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წლის ფინალზე  იმყოფებოდნენ მოწვეული სტუმრები  და  გულშემატკივრები  სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის  იყვნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილე ასმათ კვარაცხელია და  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  საგანმანათლებლო  რესურსცენტრის უფროსი  ლირა  ღურწკაია.

გააზიარე