ცხელი ხაზი : 599647050

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სტუმრად გამგებელთან

24 May, 2017

     ევროკავშირის  სადამკვირვებლო  მისიის  ზუგდიდის  რეგიონალური  ოფისის წარმომადგენლები  იესპერ  მორტენსენი  და  ლეენა  კოივისტო  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელს  სტუმრობდნენ.

  ეს  იყო  გაცნობითი  ხასიათის  შეხვედრა, სადაც  სტუმრები  გაეცნენ  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  მიმდინარე  პროექტებს, საზღვრისპირა  სოფლებში  არსებულ  მდგომარეობასა  და  დასაქმების  საკითხებს.

    მუნუიციპალიტეტის  გამგებელმა  მისიის  წარმომსდგენლებს  გააცნო  ამავდროულად  სამომავლო   გეგმები.

   ისაუბრეს  ასევე  საბავშვო  ბაღების  მშენებლობის  მიმდინარეობაზე.   

  შეხვედრას  ესწრებოდა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მოადგილე  სევერიანე  შეროზია, რომელმაც  ისაუბრა  სოფლის  მეურნეობის  განვითარების  ხელშეწყობის  მნიშვნელობასა  და  ფარვანასთან ბრძოლის  საკითხებზე.

გააზიარე