ცხელი ხაზი : 599647050

„ გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“

18 May, 2018

„ გაიღე სისხლი   -   გადაარჩინე  სიცოცხლე“, პროექტის ფარგლებში,    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის   მერიის   თანამშრომლებმა ,    საკრებულოს  წევრებმა  და    შინაგან საქმეთა  სამინისტროს  წალენჯიხის პოლიციის  წარმომადგენლებმა  ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი ჩააბარეს. აქცია  წალენჯიხის    მუნიციპალიტეტის მერიისა  და  კლინიკა  ევექსის ერთობლივი  ორგანიზებით   გაიმართა.   

    პროექტის მიზანია,  ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა   და   სისხლის   კომპონენტების   დეფიციტის   აღმოფხვრა.

კლინიკა ევექსის, წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს  მენეჯერი  მაია  მაღლაკელიძე  მადლობას  უხდის  ყველას  ვინც  მონაწილეობდა  ამ  პროექტის  განხორციელებაში.

გააზიარე