ცხელი ხაზი : 599647050

გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

1 სექტემბერი, 2017

  ქალაქ    წალენჯიხაში  წურწუმიას  ქუჩის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  ბესიკ  ფარცვანიამ  დაათვალიერა    სამუშაოები,   სადაც  ამ  ეტაპზე  ბეტონის  ღარის  მოწყობა  მიმდინარეობს.     ამ  ტერიტორიაზე  უახლოეს  დღეებში      ასფალტო -ბეტონის  საფარის  მოწყობის  სამუშაოები  გაგრძელდება.

       შეგახსენებთ, რომ ქალაქ წალენჯიხაში ფიფიას, ტაბიძის, დადიანის, წურწუმიას, ხობელიას, სამეგრელოსა  და მარჯვენა სანაპიროს ქუჩების ასფალტო -ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს       ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს გზამშენგრუპი, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს- 589 139 ლარს.
პროექტი სრულდება რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის მიერ.
   სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.

გააზიარე