გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები
✔️ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ ქალაქ წალენჯიხაში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
✔️ პროექტს შპს „ ექსპრესსერვისი-2008“-ს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენის მონტაჟთან ერთად რეგულატორებისთვის ინდივიდუალური განშტოებების მოწყობა განხორციელდება.
✔️ აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის 26 მაისს დაიწყო და 2019 წელს ქალაქის სრულ დაქსელვას ითვალისწინებს.
✔️ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში 13 ადმინისტრაციული ერთეული გაზიფიცირდება.
✔️ პროექტის დასრულების შემდეგ კი 13,000-ზე მეტი აბონენტი შეძლებს ბუნებრივიგაზის საერთო ქსელში ჩართვას.