ცხელი ხაზი : 599647050

გაზიფიცირების დაქსელვის პროექტირების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

21 დეკემბერი, 2017

ქალაქ  წალენჯიხის  გაზიფიცირების  დაქსელვის პროექტირების  სამუშაოები  დასრულების  ფაზაში  შედის.  ამ  საკითხთან  დაკავშირებით , წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  იმყოფებოდა  შპს  „ გაზპროექტი-2009“-ს  წარმომადგენელი  ლევან  ლომიძე.  რომელიც  შეხვდა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ვიცე  მერს  გიორგი  ლუკავას  და  მერის  მოადგილე  სევერიანე  შეროზიას.

   შეხვედრაზე  ისაუბრეს  პროექტირების  სამუშაოების  მიმდინარეობასთან  დაკავშირებით.  როგორც  ლევან  ლომიძემ  განაცხადა,  პროექტირება   დასრულების  ფაზაშია  და  2018  წლის  თებერვალ-იანვრის  თვეში  გამოცხადდება  ტენდერი  დაქსელვითი  სამუშაოების  ჩატარებასთან  დაკავშირებით.

   პროექტის  მიხედვით,  ქალაქ  წალენჯიხაში  გაზიფიცირება  2018  წელს  დასრულდება, ამის  შემდგომ კი  განხორციელდება  ადმინისტრაციული  ერთეულების  დაქსელვა-გამრიცხველიანება.

გააზიარე