ცხელი ხაზი : 599647050

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

17 სექტემბერი, 2018

17 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საზეიმოდ აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, ქალაქ ჯვარის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ლიპარტიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელიამ დღეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 
ყველა პირველკლასელს წელსაც გადაეცა ახალი ნეტბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები, ასევე უფასო სახელმძღვანელოები ყველა კლასის მოსწავლემ მიიღო.

გააზიარე