ცხელი ხაზი : 599647050

გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს

26 May, 2018

        დღეს 26 მაისს ქალაქ  წალენჯიხის  გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ   მოედანზე დილიდან მოეწყო ფერწერული ტილოებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებისა და ამ დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურის გამოფენა , სპორტული ღონისძიებები- ჭიდაობა, კარატე, მკლავჭიდი, ბაგირის გადაწევა, ჭადრაკის ტური. ასევე გაიმართა   მსვლელობა ეროვნული სამოსით.
 

       შემდეგ კი, მოედანზე  შეკრებილებმა გადაინაცვლეს  ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის  კინოთეატრის დარბაზში,სადაც  ჩატარდა საზეიმო კონცერტი,    მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა  წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა.

    დასასრულს   ნაჩვენები იქნა  ფილმი  სახელწოდებით -„არც ვბატონობთ, არც ვემონებით“.

გააზიარე