ცხელი ხაზი : 599647050

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26 May, 2017

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. 

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

    გილოცავთ  ამ  უმნიშვნელოვანეს  დღეს, საქართველოს  ძლიერება  და  ერთად  ყოფნა  ყოფილიყოს  ყველა  ქართველისა და  საქართველოს  მოქალაქის  თანმდევი. 

გააზიარე