ცხელი ხაზი : 599647050

გრანელის სახელობის პარკი სრულად რეაბილიტირდება

29 იანვარი, 2018

ქალაქ  წალენჯიხის  გრანელის  სახელობის  პარკის  სრული  რეაბილიტაცია  იწყება. პროექტის  მიხედვით,   სრულად  რეაბილიტირდება შადრევანი, მოეწყობა  კალათბურთის,ჩოგბურთის,გოლფის,სკეიდბორდის სასრიალო მოედანი.

რეაბილიტირდება ღია თეატრი,   მოეწყობა მისასვლელი ბილიკები,   ატრაქციონები, გამწვანება  და  გარეგანათებები.

    პარკის  რეაბილიტაციის  სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს  462 000 ლარს, აქედან 440 000 ათასი ლარი ფინანსდება  ცენტრალური  ბიუჯეტით, 22 000 ლარი კი  გამოყოფილიქნა  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან. 

    გრანელის სახელობის პარკში  არსებულ  მდგომარეობასთან დაკავშირებით, ადგილზე  იმყოფებოდნენ   სამეგრელო-ზემო სვანეთის  მხარის  გუბერნატორი  ლევან  შონია,  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ  გაბელია, წალენჯიხის  მერის  პირველი  მოადგილე  გიორგი  ლუკავა  და  საკრებულოს  თავმჯდომარე  თემურ  ღვინჯილია.    ლევან  შონია  ადგილზე  გაეცნო  პარკში  არსებულ მდგომარეობას  და  პროექტის  შესახებ  ინფორმაცია  მიიღო.

    

გააზიარე