ცხელი ხაზი : 599647050

გრანელობა -2018

10 ოქტომბერი, 2018
     ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია,

მე მაინც ვფიქრობ ცისფერ ღამეზე.

ჩრდილია, ვწევარ და მეშინია,

რომ სახურავი თავზე დამეცეს

 

შორი სივრცეა ხეების იქით,

ვწევარ და ისევ წამი გავიდა.

მზიანი დღეა, მაწვალებს ფიქრი

და ზეცას ვუმზერ სახურავიდან.

 

რას ვიზამ, სიკვდილს ვერ გავექცევი,

ის ფარუღია, აი ეს ჩნდება.

ახღა მებრძვიან, ჩემი ლექსები

არ ვიცი, როდის დაიბეჭდება.

  

     10 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერიისა  და კულტურის ცენტრის ინიციატივით, წალენჯიხაში ჩატარდა მოკრძალებული ღონისძიება ,,გრანელობა“- 2018, რომელიც პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად ყოველწლიურად იმართება. 
დღესასწაულის ფარგლებში გადახდილიქნა პარაკლისი მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში; გვირგვინით შეიმკო გრანელის ძეგლი, პოეტის ნასახლარზე დაინთო სანთლები ,სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს ტერენტისეული ლექსები. დასასრულს კი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში გაიმართა პოეზიის საღამო.

გააზიარე