ცხელი ხაზი : 599647050

იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა 20.11.2018

20 ნოემბერი, 2018

20 ნოემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა წალენჯიხის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხედვისა და საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე.
2. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებისა და წარმოების, მათი აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აპრილის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. სხვადასხვა
ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტალის შესრულების მიმოხილვა ნაზარდი ჯამით.

გააზიარე