ცხელი ხაზი : 599647050

ჯგალში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

3 იანვარი, 2018

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 31 დეკემბერს, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა და მოსახლეობას ახალი წლის დადგომა მიულოცა.
51-ე საზოგადოებრივი ცენტრი, მინისტრმა შვილთან- მერიკო კაკულიასთან ერთად საზეიმოდ გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა, ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლები.
საზოგადოებრივი ცენტრი ჯგალის 3000- მდე და მიმდებარე ტერიტორიების 7000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებრივ ცენტრში, თეა ძიძარიამ და ზვიად ჩანგელიამ პირველებმა ოფიციალურად გააფორმეს ქორწინება.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით, ჯგალის და მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებისათვის 200-ზე მეტი სერვისი გახდა ხელმისაწვდომი.

გააზიარე