ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში, 150 მოსწავლეზე გათვლილი, ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

3 დეკემბერი, 2020

ქალაქ წალენჯიხაში, 150 მოსწავლეზე გათვლილი, ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ,მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, დამონდაჟდება ცენტრალიზებული გათბობა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ასრულებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 3 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

გააზიარე