ქალაქ წალენჯიხაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
ქ. წალენჯიხაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკველის ჩაყრის სამუშაოები.
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქალაქმშენსერვისი, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს შეადგენს-284800 ლარს.
პროექტი სრულდება რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის ფარგლებში.
დასაქამებულია 30-მდე მუშახელი
ახალ საბავშვო ბაღში მოეწყობა წყალგაყვანილობის სისტემები, შიდა და გარე ცივი და ცხელი წყლით. მოეწყობა პანდუსები.
ეს იქნება-ერთჯგუფიანი, ერთ სართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა, რომელიც გათვლილია 25-აღსაზრდელზე.
პროექტი გარდამავალია და მომავალი წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა .