ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი"-ს ოფისის მშენებლობის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს

9 ივლისი, 2019

✔ ქალაქ წალენჯიხაში სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი"-ს ოფისის მშენებლობის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს.
✔ სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ. მათ ადგილზე შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და გაესაუბრნენ მშენებლებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სამშენებლო პროცესი ხარისხიანად წარიმართება და მშენებლობაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.
✔ მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შაკო+ ასრულებს, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 239 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. 
✔ გადაუდებელი დახმარების ცენტრს წალენჯიხაში საკუთარი შენობა არ გააჩნია და ის დროებით განთავსებულია ყოფილი საავადმყოფოს შენობაში. 
✔ ოფისის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.

გააზიარე