ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში თამარ მეფის ქუჩაზე გზაჯვარედინზე, პირველი შუქნიშნის სისტემა დამონტაჟდა

27 ნოემბერი, 2021

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში თამარ მეფის ქუჩაზე გზაჯვარედინზე, პირველი შუქნიშნის სისტემა დამონტაჟდა.
პროექტის ფარგლებში მთავარ ბიბლიოთეკასთან კაპიტალური შესასვლელი გაკეთდება და ტროტუარების კეთილ მოწყობა იგეგმება; ასევე გრანელის პარკის შესასვლელის რეკრიაციული სამუშაოები დასრულდება.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჰაივეი" ახორციელებს; პროექტის ღირებულებას -428.524 ლარი შეადგენს. დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს.

გააზიარე