ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში თვალთვაძის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

17 აგვისტო, 2021

ქალაქ წალენჯიხაში თვალთვაძის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ნიუ პასაჟი ასრულებს.

სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 634 741 ლარს.

სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.

პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია.

გააზიარე