ცხელი ხაზი : 599647050

ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

19 ნოემბერი, 2020

ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, კულტურის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მთლიანად შეიცვლება შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.

პროექტის ღირებულება შეადგენს 583 221 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა, მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“ ასრულებს.

ქალაქ ჯვარში კულტურის სახლი 1975-1976 წლებში აშენდა 600-კაციანი დარბაზით.

გააზიარე