ცხელი ხაზი : 599647050

ქალქაქ ჯვარში გარეგანათებების რეაბილიტაცია იწყება

5 დეკემბერი, 2020

ქალაქ ჯვარში 10 ქუჩის (საჯაიას, ჭავჭავაძის,კოსტავას, რუსთაველის,ლემონჯავას,სარალიძის, გაბუნიას,ჯიქიას,სოხუმისა და ქანთარიას) გარეგანათებების სრული რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ქსელმშენი"ასრულებს. სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია , მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია.

გააზიარე