ცხელი ხაზი : 599647050

კანთსა და ლეჟაში ახალი საჯარო სკოლები აშენდება

22 ნოემბერი, 2019

     ცენტრალური  და  ადგილობრივი  ხელისუფლების  ძალისხმევით,   სსიპ   საქართველოს მუნიციპალური   განვითარების    ფონდის  მიერ  გამოცხადდა  ტენდერი  და  ერთი   ხელშეკრულების ფარგლებში   Design-Build  მეთოდით  ჯგალის  ადმინისტრაციული  ერთეულის  კანთისა  და  ნაკიფუ-ლეჟას  ტერიტორიაზე    60   მოსწავლეზე   გათვლილი     საჯარო   სკოლების     მშენებლობა   2020  წლის   იანვარში  დაიწყება.   აღნიშნული  სკოლების  მშენებლობას  ტენდერში  გამარჯვებული    ამხანაგობა  -„სტარი“-განახორციელებს.

     სახარჯთაღრიცხვო     ღირებულება   შეადგენს    1,279,750.00   ლარს.  

აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით ,  დღეს  ადგილობრივი  ხელისუფლების  წარმომადგენლებთან  იმყოფებოდნენ  ამხანაგობა „ სტარი“-ს  წარმომადგენლები  და  ადგილზე  განიხილეს  აღნიშნული  პროექტი.

გააზიარე