ცხელი ხაზი : 599647050

კომისიების გაერთიანებული სხდომა.

25 May, 2017

მიმდინარე წლის 25 მაისს 13:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საკრებულოს ხუთივე კომისიის გაერთიანებული სხდომა. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის 4 თვის ანგარიშის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: ზაურ სამუშია – მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი

2.“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: ზაურ სამუშია – მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი

3.„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: გიორგი გოგიბერიძე – მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პიდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში გაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის 
გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

5.ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ლეშამგეს უბანში საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობის შესაძენად გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის 
გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 

6.სხვაადასხვა
.

გააზიარე