ცხელი ხაზი : 599647050

კომისიების გაერთიანებული სხდომა.

29 ივნისი, 2017

29 ივნისს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საკრებულოს ხუთივე კომისიის გაერთიანებული სხდომა. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის თაობაზე.
პროექტის წარმომდგენი: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პროექტის წარმომდგენი: ვლადიმერ გაბელია - საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის თაობაზე.
პროექტის წარმომდგენი: კორნელ კვარაცხელია– მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

4..„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პროექტის წარმომდგენი: კორნელ კვარაცხელია– მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

5.„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის შესახებ“.
პროექტის წარმომდგენი:: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.
პროექტის წარმომდგენი:: ვლადიმერ გაბელია-საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ( 100 ცალი ნაგვის ურნა, კონტეინერი) თხოვების ფორმით სარგებლობაში გაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

9... წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის ს შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

10. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ გზების სიის განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა). 
პროექტის წარმომდგენი: ჯემალ კვარაცხელია, მუნიციპალიტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი.

11. . წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის 5 თვის ანგარიშის შესახებ.
პროექტის წარმომდგენი: კორნელ კვარაცხელია– მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

12.სხვადასხვა

გააზიარე