ცხელი ხაზი : 599647050

კომისიების გაერთიანებული სხდომა

24 იანვარი, 2019

24 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საკრებულოს ხუთივე კომისიის გაერთიანებული სხდომა. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 
1.“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 
2. “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3 . ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N47-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
6.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
7. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე და საკრებულოს აპარატზე საწვავისა და სატელეფონო ბარათების ხარჯვის ლიმიტის დაწესების შესახებ“.

გააზიარე