ცხელი ხაზი : 599647050

კომისიების გაერთიანებული სხდომა 2.09.2019

4 სექტემბერი, 2019

მ/წლის 2-4 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზირებული სამსახურების დებულებების პროექტების განხილვა.

საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესახებ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების შესახებ.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების შესახებ.

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების შესახებ.

5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესახებ.

6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების შესახებ.

7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების შესახებ.

8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების შესახებ.

გააზიარე