ცხელი ხაზი : 599647050

კომისიების გაერთიანებული სხდომა 22.02.2019

22 თებერვალი, 2019

დღეს, 22 თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საკრებულოს ხუთივე კომისიის გაერთიანებული სხდომა. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
3.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის და თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში აოქციონის ფორმით იჯარით გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის იანვრის თვის ფინანსური ანგარიში.
6.„მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

გააზიარე