ცხელი ხაზი : 599647050

კომისიების გაერთიანებული სხდომა

28 დეკემბერი, 2017

მ/წლის 28 დეკემბერს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 

1. მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის(2018-2022წწ.)განხილვის შესახებ.

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2018–2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის თაობაზე.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე საწვავის და სატელეფონო ბარათების ხარჯვის ლიმიტის დაწესების შესახებ.

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.

გააზიარე