ცხელი ხაზი : 599647050

კომისიის ერთობლივი სხდომა 26.08.2020

26 აგვისტო, 2020

 დღეს, 26 აგვისტოს 12 სთ-ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საკრებულოს ხუთივე კომისიის ერთობლივი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს ქონებრივი მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე დალი კვარაცხელია.

 კომისიების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის შესახებ.

პროექტის წარმდგენი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

პროექტის წარმდგენი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

პროექტის წარმდგენი: თემურ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი

4. სხვადასხვა

გააზიარე