ცხელი ხაზი : 599647050

კომისიის ერთობლივი სხდომა 29.09.2020

29 სექტემბერი, 2020

დღეს, 29 სექტემბერს 12 სთ-ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს ხუთივე კომისიის ერთობლივი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს ქონებრივი მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე დალი კვარაცხელია.

კომისიების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების

სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

პროექტის წარმომდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი

გააზიარე